მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" რეესტრში ორგანიზაციების ატვირთვის პროცესი დაიწყო

რუსული კანონი

იუსტიციის სამინისტროს "რუსული კანონის" ე.წ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ ხუთი ორგანიზაცია გამოჩნდა.

bm.ge-ის საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ პროცესი განგრძობადია და მას შემდეგ, რაც ორგანიზაციების მხრიდან დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი დასრულდება, ჩამონათვალს დაემატებიან სხვა არასამეწარმეო იურიდიული პირებიც.

ამ დროისთვის რეგისტრირებული არიან ორგანიზაციები:

  • საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია-სვიტანოკი - ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე თეონა კახიანია, წევრი კი, უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ აბრამიუკი;
  • საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი - ორგანიზაციას გამგეობა მართავს. თავმჯდომარე/წევრი - ირინა ფხოველიშვილი. წევრები: ხვთისავარ მჭედლიშვილი, ნიკა ყარალაშვილი, თამაზ ბურდულაძე და საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, მანანა მეტრეველი;
  • ქუთაისის მოზარდთა სახლი - გამგეობის წევრები არიან: გიორგი მღვდელაძე, ლევან აბაზაძე, : ვასილი ნატროშვილი და აშშ-ის მოქალაქე, დაგლას კერრ ვესტონი.
  • ქრისტიანთა კავშირი - გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ მათითაიშვილია, თავმჯდომარის მოადგილე ეკა მათითაიშვილი, ხოლო წევრი მაკა კახელი;
  • ბრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი - ორგანიზაციის ერთპიროვნული წარმომადგენელი და ხელმძღვანელი ელენე ბერკოვიჩია.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, "რუსული კანონის" რეესტრში საკუთარი ნებით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა. საკუთარი ნებით რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები