„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დაანონსდა.
ამის შესახებ განცხადება ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთეს.
რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები "ოცნებისგან" კვლავ კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.
შეკრებილები ფიქრობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შესახებ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ის.
შეგახსენებთ, რომ აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს.