"რუსული კანონის" წინააღმდეგ, ხვალ 21 მაისს, 10:00 საათზე მარში გაიმართება. „დილის მარშს" სამხატრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტები რუსთაველის მეტროდან, სამივე უნივესიტეტის გავლით, კულტურის სამინისტროსკენ, აანონსებენ.
აღწერაში ის ძირითადი მიზეზებია ჩამოთვლილი, რის გამოც თვლიან, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს:
- რუსული რეჟიმი, რომელსაც ხელისუფლება ამყარებს, ზრუდავს შემოქმედებით თავისუფლებასა და განვითარების გზებს, იქნება ეს რუსული კანონით დამყარებული ცენზურა, თუ - სხვა სადამსჯელო ღონისძიებები.
- ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა. ხელოვნება ვერ იქნება აპოლიტიკური და არ უნდა იყოს შეზღუდული კანონით.
- მოვითხოვთ რექტორების ხელმოწერების გაწვევას, რომლითაც სასწავლებელი დაუპირისპირდა სტუდენტების ნებას და უგულებელყო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს საქმიანობას.
- შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში. ვაგრძელებთ ბოიკოტს.
ისინი მოუწოდებენ, ხელოვანებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომ მარშს შეუერთდნენ.




























