მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ! - ხვალ ქუთაისში აქცია-კონცერტი გაიმართება

ქალაქი ქუთაისი

2 ივნისს, 19:00 საათიდან, ქუთაისში "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართება.

"დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ქუთაისში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქცია, რომელსაც ყოველდღიურად ემატებიან თვითორგანიზებული ადამიანები. საპროტესტო მსვლელობები ჩატარდა ქალაქის ყველა უბანში.

2 ივნისს, 19:00 საათიდან ყველას, ვინც მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს და უარს ეუბნებით რუსულ რეჟიმს, გიწვევთ აქცია-კონცერტზე (ცენტრალურ მოედანზე).

ერთი მხრივ, შევაჯამებთ ქუთაისში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს. მეორე მხრივ, ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით - მუსიკით.

აქცია-კონცერტში მონაწილე მუსიკოსები:

  • Outsider
  • SKAZZ
  • ბაჩო ჯიქიძე
  • Will Kolak
  • Stress
  • See Me
  • გერჩი
  • Luie

ჩვენ, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედს თავად ვწყვეტთ", - წერენ ორგანიზატორები.

ამასთან, როგორც ცნობილია, 2 ივნისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ასევე დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი-აქცია. შეგროვილი თანხა იმ ჯარიმების დაფარვას მოხმარდება, რომელსაც სასამართლო "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს აკისრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები