მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსული კიბერიარაღი უკრაინასთან ომში არ არის ისეთი ძლიერი, როგორი წარმოდგენაც გვქონდა” - ანდრო გოცირიძე

6230698cbd189
მარიამ ადამია
15.03.22 23:00
852

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრ CYSEC-ის დამფუძნებელია და BTU-ს პროფესორის, ანდრო გოცირიძის თქმით, ეტაპობრივად ინგრევა რუსეთის უძლეველობის მითი, არამხოლოდ საბრძოლო მოქმედებების კუთხით, არამედ კიბერაქტორის იმიჯის მიმართულებითაც.

“რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს, ოკუპანტი ქვეყანა ცდილობს კიბერთავდასხმებით დააზარალოს უკრაინა. თუმცა აღმოჩნდა, რომ პირიქით, რუსეთის მრისხანე კიბერიარაღი უკრაინასთან ომში დამარცხდა და არაა ისეთი მძლავრი, როგორი წარმოდგენაც სამყაროს ჰქონდა. პირიქით ვხედავთ, რომ რუსეთი არაერთგზის გახდა საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებების თავდასხმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე,” - ამბობს გოცირიძე.

“როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი, ასევე სხვადასხვა უწყების საინფორმაციო ვებგვერდები გატეხილია, ეს დიდ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას აძლევს ისტორიის ნათელ მხარეს მყოფ ძალებს”, - დასძინა CYSEC-ის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები