მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული Lada-ს წარმოება შეჩერდა – რა დაემართა AvtoVAZ-ს?

lada

რუსულმა კომპანია AvtoVAZ-მა წარმოების სრული შეჩერების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ისაა, რომ 2026 წლის დასაწყისში რუსულ ავტობაზარზე Lada-ს გაყიდვების მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. თვიურმა რეალიზაციამ ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 15 000 ერთეული შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.

მენეჯმენტის განცხადებით, საწარმოო ხაზების გაჩერება ელექტრონული კომპონენტების 90-პროცენტიანმა დეფიციტმა განაპირობა, რის გამოც AvtoVAZ-ს ავტომობილების გამოშვება აღარ შეუძლია.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, კომპანიის გაჩერება მოდერნიზაციის მასშტაბურ გეგმასთან არის დაკავშირებული, რომლის დეტალები გასაჯაროებული არ არის.

გაჩერების ფონზე, ავტოქარხნებში დასაქმებული პერსონალის 40 პროცენტი უვადო შვებულებაში გაუშვეს. საერთო ჯამში, რუსული ავტოინდუსტრიის ზარალი მიმდინარე კვარტალში 500 მილიონ დოლარს აჭარბებს და სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე, ფაქტობრივად ყველა კომპანია მყისიერად შეწყვეტს არსებობას.

ექსპერტების განმარტებით, საგარეო სანქციების პირობებში ახალი მოდელების სერტიფიცირება და წარმოება შეუძლებელი გახდა. ამასთან, ჩინური ბრენდების წილმა ბაზარზე 80 პროცენტს მიაღწია, რადგან მომხმარებლებს არა რუსული, არამედ ჩინური ავტომობილების შეძენა სურთ.

ექსპერტები დარგის სრულ დეგრადაციასა და ტექნოლოგიურ რეგრესს პროგნოზირებენ, რაც, სავარაუდოდ, ყველა ავტოსაწარმოს დახურვას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები