მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობი საფასო ლიმიტზე გაცილებით უფრო ძვირად ივაჭრება - კვლევა

63fdc1ac55680
გიორგი თოლორდავა
28.02.23 13:05
1142
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრები საგანგაშო ცნობებს ავრცელებენ - უახლეს ანგარიშიდან ირკვევა, რომ დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ეფექტიანი აღსრულება არ ხდება და მსოფლიოს მასშტაბით რუსული ნავთობი საფასო ლიმიტზე გაცილებით უფრო ძვირად ივაჭრება.

დეკემბერში დიდმა შვიდეულმა ბარელ რუსულ ნავთობზე მაქსიმალური ფასი 60 დოლარით განსაზღვრა და ბირჟაზე რუსული Urals-ის ფასი ამჟამად 54 დოლარს შეადგენს, თუმცა, როგორც ჩანს, წყნარი ოკეანისა და აზიის რამდენიმე პორტში ბარელი რუსული ნავთობი 80 დოლარადაც კი ივაჭრება.

საქმე ისაა, რომ ფასის ლიმიტი მხოლოდ დასავლეთში რეგისტრირებულ სატრანსპორტო და სადაზღვევო კომპანიებზე ვრცელდება, რომლებიც რუსული კომპანიების მომსახურებისგან თავს იკავებენ. ამის ფონზე, რუსეთი საკუთარ ფლოტს და მილსადენებს იყენებს, რომელთა მომსახურების საფასურს სწორედ ნავთობის ფასზე ასახავს.

ექსპერტების შეფასებით, სანქციების აღსრულების პროცედურა უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ისევ სტაბილურად შეძლებს აზიის რეგიონში ენერგორესურსებისგან საბიუჯეტო შემოსავლების მიღებას, დასავლეთის სასანქციო რეჟიმი კი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები