საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსულ ნავთობთან მიმართებით აღმასვლის უაღრესად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ერთ დღეში ბარელი Urals-ის ღირებულება 12%-ით გაიზარდა, ერთწლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი კი 22%-ს აღწევს.
რუსული ენერგორესურსის გაძვირება პირდაპირ კავშირშია სანავთობო ტერმინალზე იერიშის მიტანასთან. როგორც ცნობილია, უკრაინულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტის დაზიანება გამოიწვიეს, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ნავთობის მიწოდება შეიზღუდა.
მართალია, ზემოხსენებული კრიზისი მოკლევადიანი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა ანალიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ ნავთობის გაძვირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მოსკოვი აქტიურად ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნას და ამით ენერგორესურსების გაძვირებას.