მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული "როსნეფტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი იყო - რას ასახელებენ მიზეზად?

63fdecaab6322
გიგა ბენია
28.02.23 16:03
894

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში, ნავთობისა და გაზის კომპანიის, "როსნეფტის" ქარხნის ტერიტორიაზე, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, შეშფოთების საფუძველი არ არსებობდა.

"ხანძარი ერთ საათში ჩავაქრეთ, ნავთობის რეზერვუარებს კი საფრთხე არ შეჰქმნია და არავინ დაშავებულა", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გვიან ღამე ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე დრონი შენიშნეს. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ობიექტს უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტია, "რომლებიც ნავთობის საცავიდან 100 მეტრში ჩამოვარდა".

ცნობისთვის, 27 თებერვალს, ბელგოროდში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა და ახლო მდებარე სახლების ფანჯრები ჩაიმსხვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები