მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული სამხედრო წვრთნების გამო, პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს კეტავს

პოლონეთ-ბელორუსის საზღვარი

რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარს კეტავს. ბელარუსში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების "დასავლეთი 2025"-ის პარალელურად, გაზრდილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებშიც: ლიეტუვასა და ლატვიაში.

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბელარუსთან საზღვარს ვკეტავთ, ასევე ვაჩერებთ სარკინიგზო მიმოსვლას", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა. თავის მხრივ, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა და განაცხადა, რომ საზღვრის ჩაკეტვა "დიდ სირთულეებს" გამოიწვევს.

პოლონეთისგან განსხვავებით, ლიეტუვა საზღვარს არ კეტავს, თუმცა ადგილზე დაცვას აძლიერებს. როგორც Reuters წერს, პოლონეთს დიდი ხანია დაკეტილი აქვს ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დიდი ნაწილი და ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მათგანი ოპერირებს. მიმდინარე კვირაში ბელარუსში პოლონეთის მოქალაქე შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს, ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაკავებულს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით "დოკუმენტები აღმოაჩნდა". 9 სექტემბერს პოლონეთშიც განაცხადეს, რომ ბელარუსის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები