მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული SBERBANK-ის კლიენტები კრიპტოვალუტებით ვაჭრობას შეძლებენ

648ad0729fc54
გიორგი თოლორდავა
15.06.23 19:00
570
რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია - Sberbank-ი საკუთარ ციფრულ სისტემაში ეთერიუმის ბლოკჩეინის ინტეგრირებას და კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სერვისის დანერგვას გეგმავს.

Sberbank-ის კლიენტები რამდენიმე დღეში სასურველი კრიპტოვალუტის შეძენას, გაყიდვას, შენახვას და გაგზავნას პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან შეძლებენ, საერთაშორისო კრიპტობირჟების გვერდის ავლით.

ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, WEB3 ინდუსტრიის განვითარებისა და კრიპტო თუ NFT პროექტების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდის ფონზე, Sberbank-ი ვერ დაუშვებს, რომ ჩამორჩეს ტექნოლოგიურ პროგრესს და შესაბამისი სერვისები არ შექმნას.

როგორც ირკვევა, რუსეთის უმსხვილეს ბანკს ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისების ინტეგრირება უნდა, რისი წყალობითაც Sberbank-ის კლიენტები კრიპტო და NFT სერვისების მიღებასაც შეძლებენ.

გარდა კრიპტოსერვისების დანერგვისა და ეთერიუმთან თანამშრომლობისა, Sberbank-ი საკუთარი ბლოკჩეინის შექმნაზეც მუშაობს, რომლის მიზანიც საერთაშორისო ტრანზაქციების გამარტივება იქნება. ექსპერტების შეფასებით, ზემოხსენებული პროექტი პირდაპირაა მიმართული საერთაშორისო საგადახდო სისტემის, SWIFT-ის გვერდის ავლაზე და Sberbank-ის სანქციებისგან დაცვაზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კრიპტოინდუსტრიის მიმართ რუსეთის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიდგომა კარდინალურად შეიცვალა, ახლა უკვე ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა კრიპტოაქტივების ლეგალიზაციაზე და ბლოკჩეინის საერთაშორისო ტრანზაქციებში გამოყენებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები