მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსულმა ჯარებმა უკრაინის საგზაო ინფრასტრუქტურას $10 მლრდ-ის ზიანი მიაყენეს

62270437f36ac
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.22 11:50
678
რუსეთის ჯარებმა უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას 10 მლრდ დოლარის ღირებულების ზიანი მიაყენეს.

ამის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა უკრაინული არხის ეთერში ისაუბრა.

„წინა კვირის ბოლოსთვის ის დანაკარგი დავითვალეთ, რომელიც უშუალოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ეხებოდა. საუბარია გზებზე, ხიდებზე, რკინიგზასა და მოწყობილობაზე, რომელიც აეროპორტების დაბომბვისას დაზიანდა. გასული კვირის ბოლოსთვის ეს რიცხვი 10 მლრდ დოლარს აღემატებოდა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინაში დაზიანებული ობიექტების უმრავლესობის აღდგენაზე 1 წელი დაიხარჯება, დიდი და კომპლექსური ობიექტების აღდგენაზე კი - 2 წელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები