მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსულმა შეტევებმა გუშინ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სანაცვლოდ უკრაინამ 2 ნავთობსადგურს დაარტყა

შეტევა კიევზე
BM. GE
28.08.25 17:57
75

გამთენიისას რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა. თავდაცვის ძალებმა 600 დრონი და 30 რაკეტა გამოიყენეს. შედეგად, 17 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი გარდაიცვალა. დაშავდა კიდევ ათობით ადამიანი. დრონები და რაკეტები დედაქალაქის არაერთ უბანში აფეთქდა. ამ დრომდე დენი არ მიეწოდება კიევის დიდ ნაწილს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გასროლილი დრონებისა და რაკეტების ნაწილის გაუვნებელყოფა შეძლო, თუმცა იმ ნაწილმა, რამაც დედაქალაქში შეაღწია, არაერთი ინფრასტრუქტურული თუ საცხოვრებელი ნაგებობა დააზიანა.

აღსანიშნავია, რომ დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ბრიტანეთის საკონსულოს ოფისებიც. როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა მკაცრად დაგმეს განხორციელებული დარტყმები და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დადო პირობა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოცხადდება. სავარაუდოდ, საუბარია იმ პროექტზე, რომელიც დანიურმა მხარემ ცოტა ხნის წინ წარადგინა.

რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების საპასუხოდ, უკრაინულმა მხარემ მტრის ენერგო-ინფრასტრუქტურას კიდევ ერთხელ დაარტყა. საუბარია აფიპსკისა და კიუბიშევსკის ნავთობ-გადამამუშავებელ ობიექტებზე. შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული მსგავსი მასშტაბის შეტევა რუსეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტის ექსპორტზე გატანას დამატებით შეაფერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები