მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რვა საკითხი, რომლებზეც მთავრობა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს

644f72c9e3055
BM.GE
01.05.23 12:02
540
დღეს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგის მიხედვით, მთავრობა რვა საკითხზე იმსჯელებს:

1. საქართველოს კანონის პროექტი „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ო. შამუგია

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჩვენი ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის №365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 დეკემბრის №2473 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ა(ა)იპ - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „მაინინგ გრუპ“-ის (ს/კ 446970608) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის  მინიჭების შესახებ” (5 პროექტი)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების თაობაზე 

მომხსენებელი: ო. შამუგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები