მსოფლიოში ცნობილი ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ო’ლეარლი ტურისტებისთვის დაწესებულ 14-დღიან საკარანტინე პერიოდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კარანტინი ნეგატიურ გავლენას მოახდენს კორონავირუსის პანდემიით ისედაც დაზარალებულ ავიაკომპანიებზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ვერ ხსნის რის საფუძველზე აწესებს 14-დღიან საკარანტინე პერიოდს ზოგიერთი ტურისტისთვის, ხოლო ფრანგებს და ირლანდიელებს ათავისუფლებს.
მაიკლ ო’ლეარლი აღნიშნავს, თუ საიზოლაციო პერიოდი მეცნიერების საფუძველზე წესდება, მაშინ ეს გამონაკლისებიც არ უნდა კეთდებოდეს.
Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ბევრ ადამიანს ენდომება ზაფხულის საშვებულებო პერიოდის გამოყენება მოზაურობის მიზნით და მთავრობების მიერ დაწესებული კარანტინი მხოლოდ ხელისშემშლელი პირობა იქნება.
ავიაკომპანია აცხადებს, რომ Ryanair-ი კორონავირუსმა ისედაც საკმაოდ დააზარალა და აპირებს, თანმშრომელთა რაოდენობა 3,000-ით შეამციროს. კომპანიის მგზავრთანაკადი კი, 5 მილიონითაა შემცირებული.
მაიკლ ო’ლეარლი აღნიშნავს, რომ კომპანიის შემოსავლები მარტის შუა რიცხვებამდე 10%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 9.19 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი CNBC-ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიმდინარე წელი დაწესებული აკრძალვების გამო „ძალიან რთული“ იქნება.