მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ryanair-ის თვითმფრინავი ცეცხლის გაჩენის გამო, სალონიკში საგანგებოდ დაეშვა

5eff6df721649
თამთა ჯიჯავაძე
03.07.20 21:40
1236
Ryanair-ის თვითმფრინავი ცეცხლის გაჩენის გამო, საბერძნეთის ქალაქ სალონიკის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბორტზე 164 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 157 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი.

რეისი ბერლინიდან ათენის მიმართულებით სრულდებოდა. ხანძრის გამო კი პილოტმა საგანგებო დაფრენის ნებართვა ითხოვა მაშინ, როდესაც საბერძნეთის ჰალკიდიკის რეგიონის თავზე იყო.

სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები