მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტო BMG-ის სტატიები აგვისტოში 2.1 მილიონჯერ წაიკითხეს

BMG სააგენტო

Google Analytics-ის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ (Users) 470 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით მეტი იყო.

Google Analytics-ის სისტემის თანახმად, ამ 470 ათასმა მკითხველმა (User) ვებგვერდზე 2.1 მილიონი სესია განახორციელა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1 მილიონი სესიით მეტია.

გარდა ამისა, Google Analytics-ის მონაცემებით, bm.ge-ის მომხმარებლებიდან, 397 ათასი მომხმარებელი ვებგვერდს საქართველოდან სტუმრობდა, 10 ათასი - იტალიიდან, 7.1 - ათასი გერმანიიდან, 6.1 - ათასი საბერძნეთიდან და ა.შ.

ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 55.1% ქალი, 44.9% კი მამაკაცი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები