Google Analytics-ის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში საერთაშორისო სააგენტო BMG-ს (www.bm.ge) მკითხველთა რაოდენობამ (Users) 652 ათასი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 5%-ით მეტი იყო. Google Analytics-ის სისტემის თანახმად, ამ 652 ათასმა მკითხველმა (User) ვებგვერდზე სულ 2.5 მილიონი სესია განახორციელა.
გარდა ამისა, Google Analytics-ის მონაცემებით, bm.ge-ის მომხმარებლებიდან, 502 ათასი საქართველოდან სტუმრობდა ვებგვერდს, 14 ათასი აშშ-დამ, 13 ათასი იტალიიდან, 10 ათასი გერმანიიდან, 7.3 ათასი საბერძნეთიდან, 5 ათასი კი თურქეთიდან კითხულობს ჩვენს ვებგვერდს.
ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 56% ქალი, 44% კი მამაკაცი იყო. მომხმარებლებიდან 527 ათასი ვებგვერდს მობილური მოწყობილობით სტუმრობდა, 59 ათასი ლეპტოპით/კომპიუტერით, 4 ათასი კი ტაბლეტური მოწყობილობით.