მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სააგენტო კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს პროაქტიურად სთავაზობს" - ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი

ირაკლი შენგელია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საკმაოდ პოზიტიურია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის დინამიკა.

მისი თქმით, ამას ადასტურებს წლევანდელი ორი კვარტალის საპრივატიზებო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულებაც - საანგარიშგებო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ჯამში, 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

„სააგენტო პროაქტიურად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები“, - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.

მისივე ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს ელექტრონულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ვებპორტალზე: www.eauction.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები