ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში მოახლოებული არჩევნებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ღიად ეუბნება, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, თუმცა ქართველი ხალხი ვის აირჩევს, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
რუხაძე, წინა ხელისუფლების მართულ 9 წელზე საუბრობს და იხსენებს, თუ როგორ წაართვა მაშინდელმა ხელისუფლებამ ბიზნესები და როგორ გაუთელეს უფლებები.
„დღეს, [აშშ-დან] ღიად გვეუბნებიან, რომ ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. თან გვეუბნებიან, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის აირჩევთ. არჩევნებიც კი არ არის. ეს ხომ არ არის სიმართლე, ხალხი უნდა ავირჩიოთ. ერთის მხრივ, რაღაც ქარტიები იქმნება და მეორე მხარეს, ჩემი გადმოსახედიდან მოჰყავთ ის ხალხი, რომლებმაც 9 წელი სიქა გამაძრეს, ეკონომიკა დამინგრიეს და რაც მთავარია, 300000 კაცი დამიპატიმრეს, უფლებები გამითელეს. ომში შემიყვანეს ორჯერ, არა თუ 2008 წელს, 2004-შიც, როდესაც ოსეთში პირველად შევვარდით. ახლა სად ვიქნებოდით, ხომ წარმოგიდგენიათ? რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, იქ ბევრი სხვადასხვა პარტიაა, ყველა არის ან მთავარი პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" ან მათი ანასხლეტები და ეს ხალხი მოჰყავთ უკან.
საზოგადოება იტყვის, რომ ამას[ირაკლი რუხაძეძეს] ეშინია, რადგან ბიზნესი აქვს. მეშინია, მაგრამ მე, როცა ბიზნესი მქონდა, სააკაშვილმა ყველაფერი წამართვა. სააკაშვილს ვუჩიოდი და 2011 წელს, ყველა ბიზნესი დაგვიბრუნა. ამიტომ, მე გამოცდილებაც მაქვს, რომ სააკაშვილს [ბიზნესი] დავაბრუნებინე, მაგრამ ეგ არ მინდა რომ მოხდეს მეორედ და თქვენც არ გინდათ, რომ მოხდეს, თქვენც გაქვთ ეგ გამოცდილება და ბევრს გიცნობთ. გიხაროდათ, როდესაც წააგეს. მერაბიშვილმა დაგიბარათ და გითხრათ, რომ ეკონომიკა იმიტომაა ცუდად, რომ თქვენ ცუდად მართავთ, სახელმწიფო დაგეხმარათ მართვაშიო. მე არ მეძახდნენ ეგეთ შეხვედრებზე. იგივე შემიძლია ვთქვა ექიმებზე, კულტურის მოღვაწეებზე. დაფიქრდით ხალხო. ჩვენ ახლა ვართ იმ სიტუაციაში, როცა გვეუბნებიან, რომ არაფერს არ ირჩევ.
20 წლის შემდეგ რა იქნება, ესაა თურმე მნიშვნელოვანი და არაფერი ცუდი არ მოხდება, თუ იგივე ხალხი დაბრუნდა ვინც ის 9 წელი გაგვატარა. დაფიქრდით კარგად და დაფიქრებაც არ არის მხოლოდ საკმარისი. ეს არის თქვენი ქვეყანა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად რაღაცები მოხდეს“,- აცხადებს რუხაძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავალი ხალხის ნების გათვალისწინებით აეწყოს. რაც რა თქმა უნდა, ევროპასთან კარგ ურთიერთობასაც მოიცავს.
„არ ვიცი, ვერ გეტყვით, საქართველოს მთავრობა კარგად აკეთებს თუ არა, მაგრამ მთავარი არ არის „ქართულ ოცნებას“ ეშლება თუ არა დასავლეთთან ურთიერთობა, მთავარი არის, რომ ჩვენ 2 არჩევანი გვაქვს: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის რეალური არჩევანი. ვერანაირი „ლელო“ და გახარია ვერაფერს გააკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, ვისი კვლევაც არ უნდა ნახოთ. ახლა, წინ რაღაც სატყუარას გვიკიდებენ, რომ 10 წლის შემდეგ სად ვიქნებით, ეგ ყველაზე მთავარი ყოფილა თურმე. მერე რა, რომ ვიცით ცუდები არიან, რადგან ვიცით, რომ 10 წლის შემდეგ შევალთ ევროკავშირში - ამაზე უნდა დავფიქრდეთ. მთელი ქვეყანა უნდა დაფიქრდეს და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის კარგი საქართველოსთვის. საქართველოს ინტერესია მთავარი და არა ევროკავშირის“, - აღნიშნავს „იმედის“ მფლობელი.
მისივე ცნობით, მუქარით ქორწინება არის ცუდი რაღაც და საქართველო პირდაპირ მუქარით აქორწინებენ.