მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საახალწლო პერიოდში, ჯავშნების 80%-იანი ზრდა გვაქვს" - Traveler

მალდივები

ტურისტული კომპანია Traveler-ის დამფუძნებელი, შალვა ბოლოთაშვილი BM.GE-სთან სეზონურ ტენდენციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალი წლის პერიოდისთვის, ჯავშნები დაახლოებით 80%-ით გაეზარდათ.

მისივე ინფორმაციით, აქტიური ძირითადად ევროპული მიმართულებებია, მათ შორის რომი და პარიზი. თუმცა, ასევე გააქტიურებულია ეგზოტიკური მიმართულებებიც - მალდივები, ინდოეთი და ტაილანდი, სადაც კომპანია მომხმარებლებს ჯგუფურ ტურებს სთავაზობს.

„ევროპა უფრო ბიუჯეტური მიმართულებაა. ბევრი ფრენებია და დასვენება უფრო იაფი ჯდება. მაგალითად, ახლა კვიპროსის და ათენის მიმართულებებიც გვაქვს, რომლებზეც ტურის შეძენა 800-1000 ლარადაც შეიძლება.

რაც შეეხება ეგზოტიკურ მიმართულებებს, ტროპიკული მიმართულებით ტურის ღირებულება მინიმუმ 1200 დოლარიდან იწყება. კერძოდ, მალდივების ტური 1000 – 1200 დოლარიდან იწყება, რაც რეზორტში დასვენებას არ მოიცავს. ასევე, ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი მიმართულება არის ინდოეთი, იმიტომ რომ ინდოეთში პირდაპირი ფრენები დაემატა, შესაბამისად, ჯგუფები მიმყავს ხოლმე“,- აღნიშნა შალვა ბოლოთაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები