მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის მოქალაქეებისთვის ყველა სახის ბინადრობის ნებართვის, მათ შორის ე.წ. ოქროს ვიზების მოულოდნელად გაუქმება დაიწყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება იმ პირებსაც შეეხოთ, რომლებსაც ქვეყანაში 99-წლიანი ცხოვრების გარანტია დიდი ხნით ადრე ჰქონდათ მიღებული.
ირანული მედიის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იგეგმება ირანული კაპიტალის გაყინვა და სრული კონფისკაციაც. საერთო ჯამში, საამირობეში 530 მილიარდი დოლარის მოცულობის ირანული ინვესტიციები, საბანკო დეპოზიტები და აქტივებია თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ საამიროების ხელისუფლება ამ ინფორმაციას ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა ირანის მთავრობამ უკვე დადო პირობა მკაცრი საპასუხო ზომების მიღებასთან დაკავშირებით.




























