4 დამოუკიდებელი ისრაელური მედიის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ისტორიაში პირველად, ირანზე პირდაპირი იერიში მიიტანეს.
თავდასხმა ირანის წყლის ქარხანაზე განხორციელდა, რაც საამიროების ტერიტორიაზე ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე ინტენსიურ დაბომბვებზე საპასუხო რეაქციად მიიჩნევა. ისრაელის თავდაცვის უწყებამ მედიას უთხრა, რომ მათი შეფასებით, ეს ჯერჯერობით მხოლოდ მკაფიო სიგნალია თეირანის რეჟიმისთვის და საამიროები სრულმასშტაბიან კამპანიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ირანული აგრესია კიდევ უფრო გამწვავდება.
შეგახსენებთ, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, ირანმა საამიროების მიმართულებით 941 დრონი, 189 ბალისტიკური და 8 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. მხოლოდ დღეს დილით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 16 ბალისტიკური რაკეტისა და 117 დრონი დაფიქსირდა.
ცნობისთვის, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა მეზობელ ქვეყნებს საჯარო ბოდიში ჯერ კიდევ გუშინ მოუხადა და აღნიშნა, რომ მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა მიზანი არასდროს ყოფილა და რომ ერთადერთი სამიზნე მხოლოდ ამერიკული სამხედრო ობიექტები იყო. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ირანმა ბაჰრეინსა და კატარზე ახალი დარტყმები განხორციელდა.




























