Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების [FDI] მაჩვენებელი ბუნებრივ დონეს დაუბრუნდა და 2022-2023 წლებში ერთჯერადი ტრანზაქციების ხარჯზე იყო გაზრდილი. მათ შორის იყო "რუსთავის აზოტისა" და "ჯორჯიან უოთარ ენდ ფაურის" გაყიდვა. შარშან FDI წლიურად 30%-ით 1.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
საქსტატის თანახმად, მიზეზი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის კლება იყო.
"პანდემიის შემდეგ ინვესტიციებს კომპონენტების დონეზე თუ დავაკვირდებით [ზრდა] რეინვესტიციებით არის ძირითადად განპირობებული. 2024 წელსაც რეინვესტიციის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 88% ანუ საკმაოდ მაღალი იყო. ეს ნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორი ფაქტობრივად რჩება ქართულ ბაზარზე და რეინვესტირებას ახორციელებს. ერთი რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის რომ სააქციო კაპიტალი 2022-2023 წლებში გაზრდილი იყო, თუმცა როგორც ვთქვით ერთჯერადი ფაქტორების გამო. მაინც ნაკლებობაა სააქციო კაპიტალის, რაც ნიშნავს ახალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს", - ამბობს ქავთარაძე BMGTV-ის გაცემა "საქმიანი დილას" ეთერში.




























