მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები არჩევნების მიმართ ნდობას ამცირებს - ესპენ ბარტი

ნორვეგია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტი შეშფოთებას გამოხატავს ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ანგარიშის გამო და აცხადებს, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული გაურკვევლობები უნდა მოგვარდეს.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშით, რომელიც ასახავს მრავალრიცხოვან დარღვევებს, ამომრჩევლებზე ზეწოლას, დაშინებას და უთანასწორო საარჩევნო გარემოს.

საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები არჩევნების მიმართ ნდობას ამცირებს და აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება“, - წერს X-ზე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები