მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საარჩევნო შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ" - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

თინა ბოკუჩავა

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს.

ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომც ცესკომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ქართველ ხალხს მოჰპარა არჩევნები და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი.

„ერთიანობა - ნაცმოძრაობის მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ. ჩვენ ამ შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, უახლოეს საათებში გააკეთებენ განცხადებას, როგორ იმოქმედებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები