საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) „დიდ ოცეულს“ სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის (COVID-19) ზემოქმედებით. ამის შესახებ ინფორმაცია IATA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ხელმძღვანელი ალექსანდრ დე ჟიუნიაკი ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, თუ როგორი დიდი როლი ექნება საჰაერო ტრანსპორტს გლობალური ეკონომიკის აღდგენის საქმეში.
ალექსანდრ დე ჟიუნიაკი აცხადებს, რომ ამჟამად ავიაცია ძალიან დააზარალა COVID-19- ის პანდემიამ და ვირუსის გამო მთავრობების მიერ მიღებულმა აკრძალვებმა. IATA-ს ხელმძღვანელი „დიდი ოცეულის“ ლიდერებს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და იქვე აღნიშნავს, რომ ზოგი წევრი ქვეყნები, მაგალითად ავსტრალია, ბრაზილია და ჩინეთი უკვე მოქმედებენ ამ მიმართულებით.