მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საავიაციო კოდექსში მთავრობას ცვლილებები შეაქვს - კანონპროექტი

ავიაცია

მთავრობას საჰაერო კოდექსში ტექნიკური ცვლილებები შეაქვს. პარლამენტში უკვე შევიდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები.

პროექტის მიხედვით, ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრებს ალკოჰოლზე შეამოწმებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, ამ ეტაპზე თავად ავიაკომპანიები ამოწმებდნენ.

"თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი თავს არიდებს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას ან ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას.

თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება ტესტირების შედეგებს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს ორი საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტაროს ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში:

  • ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ბიუროს ტერიტორიული ორგანოებში;
  • ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებებში.

კოდექსში ასევე დაზუსტდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაც. ახალი რედაქციით, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი არის არაუმეტეს 2 სავარძლისა და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600 კგ-ს, ხოლო წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას − 650 კგ-ს და რომლის კლასიფიცირებას და დამატებით ტექნიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ცვლილების შემდეგ ამოიღებენ 291 მუხლი, რომელიც ეხება საავიაციო პერსონალის სპეციალურ და ფორმის ტანსაცმელს და ამ ტანსაცმლის ნიმუშების ნუსხის დამტკიცებას სააგენტოს მიერ. აღნიშნული ნორმა არის მოძველებული და არ ასახავს რეალობას, რადგან ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის სპეციალური ფორმები უშუალოდ ავიაკომპანიის მიერ დგინდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები