მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო საწვავი ისევ ძვირდება - ბოლო კვირაში ფასმა 7%-ით მოიმატა

საავიაციო საწვავი

საავიაციო საწვავზე ფასი წინა კვირასთან შედარებით, კიდევ 6.7%-ით გაიზარდა და გლობალურმა საშუალო ფასმა ბარელზე 127 დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მატება 41%-ს აღწევს. ამ მონაცემებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.

საავიაციო საწვავის ფასები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ავიაციის ინდუსტრიაზე, ვინაიდან საწვავის ხარჯი ავიაკომპანიების მთლიანი საოპერაციო დანახარჯებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტია.

IATA-ს თანახმად, საავიაციო საწვავის ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • ევროპაში საავიაციო საწვავის საშუალო ფასმა ბარელზე 132 დოლარი შეადგინა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-იან, ხოლო გასულ წელთან შედარებით 45%-იან ზრდას აჩვენებს.
  • ჩრდილოეთ ამერიკაში ბარელი საწვავის საშუალო ღირებულება 127 დოლარია. ფასი წინა კვირასთან შედარებით 6.8%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 39%-ით არის გაზრდილი.
  • აზიაში ერთი ბარელი საავიაციო საწვავის ფასი 120.07 აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა კვირის მაჩვენებელს 4.5%-ით, ხოლო წინა წლისას 38.3%-ით აღემატება.
  • ახლო აღმოსავლეთში საწვავის საშუალო ფასი ბარელზე 116.97 აშშ დოლარია, რაც წინა კვირასთან შედარებით 5.4%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 39.4%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები