მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო საწვავის იმპორტი შემცირდა, მთავარი მომწოდებელი კვლავ თურქმენეთია

თვითმფრინავი

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 17,43 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,49 ათასი ტონით ანუ 9,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის 9 თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 3,70 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,16 ათასი ტონა (18,1%); გერმანია - 2,10 ათასი ტონა (12%), აზერბაიჯანი - 1,13 ტონა (6,5%); და სხვ.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა 92,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 2,3%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან.

მათ შორის, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 42,8%  (39,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 25% (23,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 13,9% (12,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 9,6% (8,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 8,6% (8,0 ათასი ტონა) - მალტიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები