ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ფოკუსირებული სტარტაპი, Anthropic AI სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე დავას მორიგებით ასრულებს და მზად არის, მიყენებული ზიანის გამო, $1.5 მილიარდის ჯარიმა გაიხადოს.
საქმე ეხება კოლექტიურ სარჩელს, რომელშიც ავტორები და ხელოვანები Anthropic-ის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტ Claude-ს საავტორო უფლებების უხეშ დარღვევაში, ნაწარმოებების კოპირებასა და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 500 000-მდე წიგნის უნებართვოდ გამოყენების გამო, Anthropic-მა თითოეული წიგნის სანაცვლოდ 3,000 დოლარის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.



























