დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 და 17 ნოემბერს 23:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი განხორციელდება, რის გამოც, ღამის საათებში გამზირის ზოგიერთი ნაწილი ეტაპობრივად გადაიკეტება.
სამუშაოები, აკაკი წერეთლის გამზირზე, თორნიკე ერისთავის ქუჩიდან - გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით არის დაგეგმილი.
სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.