საქართველოს ნაკრების მცველი, საბა საზონოვი ოფიციალურად "ემპოლის" ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
ამასთან, ქართველი მცველის დამატების შესახებ განცხადებას თავად "ემპოლიც" სოციალური ქსელის საშუალებით აკეთებს.
"მიღწეულია „ტორინოსთან“ შეთანხმება, 2002 წელს დაბადებული ქართველი მცველის, საბა საზონოვის იჯარით გადმოსვლასთან დაკავშირებით",- წერს „ემპოლის“ ოფიციალური გვერდი.
გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური მცველი "ემპოლიში" ერთ წლიანი იჯარით ითამაშებს. იჯარის პერიოდის დასრულების შემდეგ კი, „ემპოლის“ საზონოვის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, საზონოვი "ტორინოს" 2023 წელს, მოსკოვის "დინამოდან", 2.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ ზაფხულში შეუერთდა. "ემპოლიში" ქართველი მცველის დებიუტი, შესაძლოა ხვალვე შედგეს, როდესაც ტოსკანური კლუბი „ბოლონიას“ ესტუმრება.