მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟოზე არადეკლარირებული $82 000 გამოვავლინეთ - შემოსავლების სამსახური

61f8df16a2286
ინგა მურუსიძე
01.02.22 11:22
616
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების ე.ჰ.-სა და ზ.შ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 82 000 აშშ დოლარი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 251 832.4 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) ჯამში, 25 183.24 ლარი შეეფარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები