ოქტომბერში ქვეყანაში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა. სემეკის ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში ესკოს შესასყიდი დენი თითქმის წლიურად 9.8%-ით თითქმის 16 თეთრამდე გაუძვირდა.
რა აძვირებს საბალანსო ელექტროენერგიას ეს ენერგეტიკული კომპანია "ფერის" აღმასრულებელ დირექტორს ლაშა იორდანიშვილს ვკითხეთ.
"საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე მოქმედებს რამდენიმე გარე ფაქტორი, როგორიც არის იმპორტირებული გაზის ფასი, იმპორტირებული დენის ფასი და ექსპლუატაციაში შესული ახალი ჰიდროელექტროსადგურები. ეს მოქმედებს ფასზე. რიგ შემთხვევაში შეიძლება გაზარდოს, რიგ შემთხვევაში შეიძლება შეამციროს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთიან კალათაში მოქმედებს შეწონილ ფასზე", - ამბობს იორდანიშვილი.
შარშან საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.6 ცენტი შეადგინა. სემეკის მონაცემებით, 2024 წელს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალი დეკემბერში იყო კვტ.სთ 16 თეთრს აჭარბებდა.
საბალანსო ელექტროენერგიის ფასი არის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება. მისი ზრდა ნიშნავს, რომ ესკოს საბითუმო ბაზარზე შესასყიდი ელექტროენერგია გაუძვირდა.




























