მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო დაკრედიტება წლიურად 16%-ით იზრდება - Galt & Taggart

615b04f857c00
BM.GE
05.10.21 10:10
1009
Galt & Taggart-მა კვირის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში საბანკო დაკრედიტება წლიურ ჭრილში 16.2%-ით იზრდება.

"კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის აგვისტოში წლიურად 16.2%-ით გაიზარდა (+1.2% თ/თ) და 40.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიური ზრდა აგვისტოში 15.3%-მდე დაჩქარდა (+1.5% თ/თ). სექტორების მიხედვით, აგვისტოში კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა 15.6%-მდე დაჩქარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების ზრდის ტემპმა 15.0% შეადგინა (კურსის ეფექტის გამორიცხვით). 2021 წლის აგვისტოში სესხების დოლარიზაცია 51.7%-მდე (-4.44პპ წ/წ და -0.26პპ თ/თ) შემცირდა, ხოლო უმოქმედო სესხები 2.2%-ს გაუტოლდა (+0.05პპ წ/წ და -0.01პპ თ/თ).

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები 2021 წლის აგვისტოში წლიურად 13.4%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 35.4 მლრდ ლარი შეადგინა. ვალუტების მიხედვით, ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 12.8% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტის დეპოზიტების ზრდამ 13.8% შეადგინა. ამასთან, აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაციამ 60.1% შეადგინა (+0.59პპ წ/წ და +0.01პპ თ/თ),"- ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები