მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო დეპოზიტების მოცულობამ 50.7 მილიარდ ლარს მიაღწია

ბანკი

ეროვნული ბანკის თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.68 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 72.08 მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.47%-ით მეტი).

სებ-ის ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.95 მლრდ ლარით, ანუ 10.08%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.33%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.88 მლრდ ლარით, ანუ 6.02%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 5.64%-ით).

"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.22 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.95 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.78 პროცენტული პუნქტით). იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.10% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.60%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.05%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68%, ხოლო ევროს წილმა 19.68% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.