პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გამოცემა THE FINANCIAL-ის ორგანიზებულ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში- "საბანკო სექტორის მომავალი" (The Future of Banking) მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ძირითადი განხილვის თემა საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევები, შესაძლებლობები და ციფრული ტექნოლოგიები იყო.
ირაკლი კოვზანაძემ იმ რეალობაზე ისაუბრა, რაც დღეს საბანკო სექტორში არსებობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორი მდგრადია და გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს.
„საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზირებულია, აქტივები მშპ-ს აღემატება (თითქმის 62 მილიარდი ლარი), სისტემას გააჩნია კაპიტალის საკმარისი ბუფერები და მაღალი ლიკვიდობა. პარლამენტში დაგეგმილია მთელი რიგი ინიციატივების განხილვა, რომელიც ხელს შეუწყობს საბანკო-საფინანსო სფეროს სტაბილურობის და მდგრადობის კიდევ უფრო გაზრდას“-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.




























