მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორის წლიური მოგება ₾2.5 მილიარდს აჭარბებს, მაგრამ რეალურად, რამდენი უნდა იყოს, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ - პრემიერობის კანდიდატი

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია, რომლის წლიური მოგება ₾2.5 მილიარდს აჭარბებს.

როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის პასუხად თქვა, საბანკო სექტორის ამ რეალობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მსჯელობა, რამდენი უნდა იყოს ბანკების მოგება.

"საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია ჩვენს ეკონომიკაში. მათი წლიური მოგება ₾2.5 მილიარდს აჭარბებს, მაგრამ რეალურად, რამდენი უნდა იყოს, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ.

თუ რაიმე საკითხები არის მოსაწესრიგებელი საბანკო სექტორთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მთავარია კონკრეტული წინადადებები იყოს ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი" - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები