დღეს, საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და ინვესტორთა საბჭოს შორის.
შეხვედრას საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოს საბანკო ასოციაციის მხრიდან შეხვედრაში ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაგრატიონი და იურიდიული მიმართულების ხელმღძვანელი, იოსებ ქურდაძე მონაწილეობდნენ. ინვესტორთა საბჭოს სამართლის დოქტორი გიორგი ჯუღელი წარმოადგენდა.
საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა ინვესტორთა საბჭოს კანონთან დაკავშირებული შენიშვნები გაუზიარეს, შედგა აქტიურ დისკუსია.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საბანო ასოციაცია და საბანკო სექტორი აქტიურად ჩაერთვება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციის ცვლილებების მომზადების სამუშაო პროცესში.
(NS)




























