საბანკო სექტორმა 7 თვე 1.57 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურა. IFRS სტანდარტის შესაბამისად მომზადებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 15 კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ანგარიში ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოაქვეყნა.
კონსოლიდირებული მაჩვენებლების მიხედვით, სექტორის საპროცენტო შემოსავალმა 3.99 მლრდ ლარს გადააჭარბა, ამავე პერიოდში საპროცენტო ხარჯები 1.79 მლრდ ლარი იყო.
7 თვის განმავლობაში კომერციული ბანკები, მოგების გადასახადის სახით, ბიუჯეტში 274.2 მლნ ლარს გადაიხდიან.
აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოსთვის, საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების მოცულობა 71.2 მლრდ ლარი იყო.