მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სისტემა აგრძელებს სტაბილურად განვითარებას და რაიმე პრობლემა დღის წესრიგში არაა - ალექსანდრე ძნელაძე

ძნელაძე

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა აგრძელებს სტაბილურად განვითარებას და რაიმე პრობლემა დღის წესრიგში არაა. ამის შესახებ ძნელაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ვარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ აქციების ფასის კლების მიზეზებს, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ექსპერტული შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია.

„საქართველოში საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია. არაერთ კრიზისულ მომენტს გაუძლო და გადაიარა. 2020 წლიდან, არაერთხელ გვისაუბრია, რამდენად მნიშვნელოვანია საბანკო სისტემის სტაბილურობა და რამდენად სტაბილურია. ქართული ბანკების სიმყარეს უპირველეს ყოვლისა კაპიტალიზაციის მაღალი დონე განაპირობებს. ასევე, საქართველო, დღეის მდგომარეობით, მაღალი რეზერვებით გამოირჩევა და ლიკვიდურობის მაღალი დონეც აქვს. აქტივების მაღალი ხარისხი მნიშვნელოვნად განაპირობებს საბანკო სისტემის სტაბილურობას და ბანკები რეალურად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

რაც შეეხება კონკრეტულ რეაქციებს, დღეს ექსპერტული, ეკონომიკური შეფასების მიცემა ცოტა ადრეა. შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ საბანკო სისტემა სტაბილურია და მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში არ შეექმნება პრობლემები. საბანკო სისტემა აგრძელებს სტაბილურად განვითარებას და ამ კუთხით რაიმე პრობლემა დღის წესრიგში არაა“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულების მკვეთრი კლება დაიწყო. ამასთან, უფასურდება ლარის კურსიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები