უკრაინის მოსახლეობა არის ერთიანი და გაუმკლავდება გამოწვევებს, რომელიც არის ქვეყანაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ძალოვანი უწყება არის მზად, პანიკის მოწყობა საჭირო არ არის და აუცილებელია, მოქალაქეები მიყვნენ ინფორმაციას, რომელსაც უწყებები გაავრცელებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ერთიანობა აჩვენონ. უკრაინის საბანკო სისტემა გამართულად მუშაობს და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა რესურსი, რომ უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქეების საჭიროებები. აქ განგაშის საფუძველი არ არსებობს. ახლა მიმდინარეობს უკრაინის დამოუკიდებლობის მიტაცება. არ არსებობენ ოპონენტები, ჩვენ, მოქალაქეები დავიცავთ უკრაინის ერთიანობას.
სანქციები, რომელიც დაწესებულია მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროა დამატებითი ზომები. ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ტერიტორიების დაპყრობის უფლებას. დღევანდელი დღიდან უკრაინა და რუსეთი დგანან სხვადასხვა მხარეს. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს - დღეს უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომელ მხარეს დადგებით. ის ვინც, ახლა რუსეთში ცხოვრობს და არ დაუკარგავს სინდისი, უნდა გამოხატოს პროტესტი ამ ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მოუწოდა დონორებს, ჩააბარონ სისხლი, რომელიც საჭირო გახდება ფრონტის ხაზზე.
უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის თარგმანი ტელეკომპანია „პირველს“ ეკუთვნის.




























