მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ტრანზაქციების ღირებულება 30%-ით გაიზარდა - კვლევა

სებ

2022 წელს საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ტრანზაქციების ღირებულება წლიურად 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია.

რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წელს, პირველი ექვსი თვის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი 29%-ია.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მზარდია ანგარიშსწორებისას საბარათე ინსტრუმენტების გამოყენების მაჩვენებელიც, რაც დადებითად აისახება ელ.კომერციის განვითარებაზე.

რაც შეეხება, ელექტრონული კომერციის ბაზარს, იგი საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება. ელექტრონული კომერციის შეფასებულმა ბაზრის ზომამ 2022 წელს 1,300 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 82%-იან ზრდას ნიშნავს. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კი ბაზრის ზომა 1,026  მლნ ლარს შეადგენს.

ორგანიზაციის დაკვირვებით, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის მაღალი წილი მოსახლეობაში, განაპირობებს მზარდ მოთხოვნას ელ. კომერციაზე. ამასთან, ქალაქის მოსახლეობის ზრდა ელ. კომერციაზე დადებითი ეფექტით ხასიათდება, რადგან ქალაქებში შედარებით მაღალია ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი.

"თიბისი კაპიტალის" მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, კომპანიის ვებ-გვერდების მხოლოდ 18%-ს ჰქონდა ონლაინ შეკვეთის განთავსების და გადახდის ფუნქციონალი. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები