მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბაჟო დეპარტამენტმა 32 039 კგ პომიდორი სარფიდან თურქეთში გააბრუნა

ექსპორტ-იმპორტი

საბაჟო დეპარტამენტმა 32 039 კგ პომიდორი სარფიდან თურქეთში გააბრუნა. მიზეზი, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე გამოვლენილი მავნე ორგანიზმი Tuta Absoluta-აა, რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც სამხრეთამერიკული მენაღმე ჩრჩილი.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია (საერთო წინა 32 039 კგ.) იქნა შეჩერებული.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა", - წერია საბაჟო დეპარტამენტის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები