მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო გამშვები პუნქტის "ყაზბეგის" მუშაობა აღდგა

ლარსი

საბაჟო გამშვები პუნქტის "ყაზბეგის" მუშაობა აღდგა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება.

უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების, მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამო საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" მუშაობა დროებით დღეს დილით შეჩერდა. კერძოდ, მდინარე "დევდორაკში" დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შევიდა, რის გამოც გამშვები პუნქტიდან ევაკუაცია განხორციელდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები