მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟოდან, ხის მასალები ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური

საბაჟო, ტრაილერი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტისფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაგავლით, უცხო ქვეყნიდან მომავალი ხის მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ჩატარებისას, 18მ³ ხის მასალაზე, დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.

"საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები