მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბაჟოსა და აუდიტის დეპარტამენტში 150 ვაკანსიაზე ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდა - RS

RS

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახალგაზრდა ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. უწყების ინფორმაციით, კონკურსი ჯამში 150 ვაკანტურ ადგილზეა გამოცხადებული.

სტაჟირების პროგრამა შემოსავლების სამსახურის ორ სტრუქტურულ ერთეულს მოიცავს საბაჟო და აუდიტის დეპარტამენტს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ უმაღლესი განათლება, ან/და ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები არიან.

დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 13 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. განაცხადები მიიღება საჯარო სამსახურის ბიუროს პორტალზე: hr.gov.ge.

სტაჟირების პროგრამა მაისში დაიწყება. მისი ხანგრძლივობა, ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, 3-დან 12 თვემდე განისაზღვრება.

უწყების განცხადებით, პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის დადგენილებას „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“, რაც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში პერსპექტიული ადამიანური რესურსის ინტეგრირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები