მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაზო სცენარით 12 თვეში, ლარი შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტდება – TBC Capital

64462aa2eba11
BM.GE
24.04.23 11:19
2716
TBC Capital-ის პროგნოზით, საბაზო სცენარით 12 თვის პერიოდში ლარი შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტდება. ამის შესახებ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.

TBC Capital-ში აღნიშნავენ, რომ სხვა ავტორების მიხედვით ლარის გრძელვადიანი ტენდენციის გაანგარიშებასა და ასევე ლარის კურსის სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენასთან დაკავშირებით სულ მცირე შესაძლოა განსხვავებული იყოს.

„ვინარჩუნებთ მოლოდინს, რომ ინფლაციის პროგნოზი ლარის კურსისათვის ნეიტრალური ან უფრო ნეგატიურია. ამდენად, ვფიქრობთ, რომ მომდევნო დაახლოებით 12 თვის პერიოდში, ლარი მართალია შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტება, კვლავ საბაზო სცენარია“, - აღნიშნავს მთავარი ეკონომისტი.

მათი შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მის ზეგავლენაზე სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე კითხვებს აჩენს.

„ჩანს მხოლოდ სუსტი (თუკი საერთოდ) მტკიცებულება იმისა, რომ გაუფასურებული ლარი ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის ჩანაცვლების ეფექტის წყალობით, შესაძლოა, ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს. კერძოდ, მოდელი შექმნილია ისე, რომ გამოავლინოს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსისა და აშშ დოლართან ნომინალური გაცვლითი კურსის სავაჭრო და ფინანსური ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე. გაანგარიშებები მოიცავს რეალურ მშპ-ს, ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან, ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ისეთ საკონტროლო ცვლადებს, როგორიცაა სასაქონლო ფასები და საგარეო მოთხოვნა“, - აღნიშნულია ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

TBC Capital-ის შედეგების მიხედვით, ლარის გამყარება დოლართან მიმართებით იწვევს რეალური მშპ-ის ზრდას ძირითადად ფინანსური/შემოსავლის ეფექტის გამო, მაშინ როცა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მატერიალური ზეგავლენა არ იკვეთება. თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები ანალოგიურია ყველა ინდუსტრიისა თუ ბიზნესის დონეზე, საუბარია მხოლოდ ჯამურად, მაკროეკონომიკურ შეფასებაზე.

„ამასთან, მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევა მომსახურების სფეროს კუთხით, უპირველესად ტურიზმის სექტორის მხრივ. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორების ცალკე აღებული ვალუტების მიმართ ზეგავლენის შეფასება და შემოსავლის ეფექტის მხრივ ლარის ევროსთან კურსის განხილვა.

თუმცა, უკვე არსებული შედეგები საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვალიდური ჩანს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც არ იკვეთება იმის მტკიცებულება, რომ თავის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით გამყარებული ლარი, სამომავლოდ წმინდა სავალუტო შემოდინებებს შეამცირებს“, - აღნიშნავენ TBC Capital-ის განახლებულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები