მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭოს ყველა წევრს თავისი ფუნქციები აქვს - თურნავა

ნათია თურნავა

“ყველა წევრს აქვს თავისი საქმე კანონმდებლობით და ყველა ასრულებს კონკრეტულ ფუნქციებს,”- პარლამენტში განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. სებ-ის საბჭოს წევრების, მათ შორის ნანა ყეინიშვილის საქმიანობის შესახებ ნათია თურნავას კითხვა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ დაუსვა.

“მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობით საკმაოდ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ფუნქციები, თუ რა ფუნქციებს ასრულებენ საბჭოს არააღმასრულებელი წევრები, მოხარულები ვართ, რომ საბჭო არის სრულად ქმედუნარიანი, ყველა წევრს აქვს თავისი საქმე კანონმდებლობით და ყველა ასრულებს კონკრეტულ ფუნქციებს, რომელსაც მთლიანობაში ემსახურება სებ-ის გამართულ ფუნქციონირებას,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ დავით კირკიტაძის განცხადებით, პარლამენტმა ეროვნული ბანკისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულა, როდესაც საბჭოს ვაკანტურ პოზიციებზე თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი აირჩია.

“საქართველოს პარლამენტმა ოპერატიულად იმოქმედა და დახმარების ხელი გამოგიწოდათ (სებ-ის საბჭოს წევრების არჩევით) და ქალბატონი ნანა ყეინიშვილი რამდენად არის ჩართული პროცესებში, რომ უფრო მყარად ვიგრძნოთ ჩვენ თავი საქართველოს მოქალაქეებმა, რომ უფრო სტაბილური იყოს ჩვენი ფინანსური მდგომარეობა და ფასების სტაბილურობა, რომ იყოს რამდენად გყავთ ამაში ჩართული,”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები